|
2020-12-16 11:58:16, 423 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: პანდემიის პირობებში, სოფლის მეურნეობის დარგში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა რთველი 2020 და ყურძნის ჭარბი მოსავლის დაბინავება იყო
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველი 2020-ის სუბსიდირება განხორციელდა. ამით, ათასობით მევენახეს 1 კგ რქაწითელის 80 თეთრად რეალიზაციის შესაძლებლობა მიეცა. რომ არა სახელმწიფო სუბსიდია, ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ფერმერებს 1 კგ რქაწითელის გაყიდვა 50 თეთრად მოუწევდათ, რაც თვითღირებულების ხარჯებსაც ვერ დაფარავდა. ყურძნის სუბსიდირების თანხამ 51 მლნ ლარს მიაღწია.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში ქართული ტექნოლოგიით დაყენებული ღვინის დამატება, მეღვინეობის დარგის 2020 წლის ერთ-ერთი მთავარი წარმატება იყო ქართული ტექნოლოგიით, „დურდოზე (ჭაჭა) ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული ღვინის“ OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში დამატების გადაწყვეტილება, OIV-ის გენერალურმა ასამბლეამ 2020 წლის 26 ნოემბერს მიიღო. ამ დრომდე OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში სულ 7 ღვინო შედიოდა: „შუშხუნა“, „ცქრიალა“, „შემაგრებული“, „ლიქიორული“, „ბუნებრივად ტკბილი ღვინოები“, „აისვაინი“ და „საფუვრის აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო“. „დურდოზე ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული ღვინო“, OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში მე-8 გახდა. აღნიშნული სიახლის შესახებ, შესაბამისი განმარტება შევა ენოლოგიის პრაქტიკის საერთაშორისო კოდექსში, ამ კატეგორიის ღვინოების განსაკუთრებული მახასიათებლების შესახებ მოხდება მომხმარებლების, ასევე კონკურსებზე ჟიურის წევრების ინფორმირება, რათა მათ შეძლონ შესაბამისი შეფასების გაკეთება. გეოგრაფიულ აღნიშვნებს 2020 წელს ადგილწარმოშობის დასახელების ოთხი ღვინო დაემატა მევენახეობა-მეღვინეობის დარგისთვის, 2020 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარების მიმართულებით. საქართველოში რეგისტრირებულ დაცულ გეოგრაფიულ ადგილწარმოშობის დასახელებებს, 2020 წელს ოთხი ღვინო დაემატა: „სალხინოს ოჯალეში“, „ახმეტა“, „წარაფი“ და „ახოები“. ამ ეტაპზე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტი“ ადგილწარმოშობის დასახელების 24 ღვინოა დარეგისტრირებული: „ქინძმარაული“, „მანავი“, „კახეთი“, „ნაფარეული“, „თელიანი“, „მუკუზანი“, „წინანდალი“, „ახაშენი“, „გურჯაანი“, „ხვანჭკარა“, „ატენი“, „სვირი“, „ვაზისუბანი“, „კარდენახი“, „ტიბაანი“, „ტვიში“, „ყვარელი“, „კოტეხი“, „ხაშმის საფერავი“, „ბოლნისი“, „სალხინოს ოჯალეში“, „ახმეტა“, „წარაფი“ და „ახოები“.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)