|
2020-12-15 15:48:42, 490 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ, პანდემიის პირობებში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შეგროვებული პროდუქტების დარიგება დაიწყო
თბილისის მერიამ, პანდემიის პირობებში, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების მიზნით, ბიზნეს სექტორისა და კერძო პირების მიერ შეგროვებული პროდუქტების დარიგება დაიწყო. პროდუქტების დროებით საცავში დღეს დედაქალაქის მერი მის მოადგილესთან, ილია ელოშვილთან ერთად მივიდა და პროდუქტების განაწილებაში ჩაერთო. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა თითოეულ შემომწირველს და აღნიშნა, რომ შეგროვებული პროდუქტების გარდა, თბილისის ბიუჯეტში უკვე გამოიყო მილიონ ორასი ათასი ლარი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების მიზნით. „ყველა ჩართულ კომპანიას მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ძალიან კარგი საქმე კეთდება და სოლიდარობის განცდა, რომელიც არის ქვეყანაში, ძალიან მნიშვნელოვანია. ვირუსის პირველი ტალღის დროსაც ამგვარი დამოკიდებულება იყო. ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა პროექტში და ამისთვის მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს. დღეს უკვე დავიწყეთ პროდუქტების დარიგება, რითაც ათი ათასობით ოჯახს დავეხმარებით. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ მილიონ ორასი ათასი გამოყო მუნიციპალიტეტმა: ხუთასი ათასი ლარი მობილიზებულია სარეზერვო ფონდში, ხოლო შვიდასი ათასი, რაც საახალწლო სოფლისთვის უნდა დახარჯულიყო, მიმართული იქნება პროდუქტების შესაძენად, რომელიც დაურიგდება მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ. პანდემიის პირობებში, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების აქციას 25-ზე მეტი კომპანია შეუერთდა.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)