|
2020-12-10 11:12:41, 928 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 130 პირის მდგომარეობა მძიმეა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 130 პირის მდგომარეობა მძიმეა, 453 კი მართვით სუნთქვაზე, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში 50 724, ხოლო საკარანტინე სივრცეებში 1 019 ადამიანი იმყოფება. „ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 938, საიდანაც, 6 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-3 017, აჭარაში-991, იმერეთში-1 357. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 130 პირი, მათ შორის, თბილისში-515, აჭარაში -155, იმერეთში-259. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 453 პირი, მათგან თბილისში-205, აჭარაში-54, იმერეთში-77. 3 524 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის, 1 144-თბილისში, 1 715-აჭარაში, 370-იმერეთში. 18 496 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 019 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-299, აჭარაში-138, ხოლო იმერეთში-28. სულ 6 ოქტომბრიდან - 9 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 139 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 724 ადამიანი, მათ შორის თბილისში-19 817 პირი, აჭარაში - 10 336, იმერეთში-5 647“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)