15:45 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-06 12:48:12, 656 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მსგავსად, წითელი ხაზები ოპოზიციასაც აქვს

„თუ მათთვის ახლა წითელი ხაზები გადის სადღაც, ჩვენთვისაც გადის ეს წითელი ხაზები“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამის მიზეზია ის, რომ მათ უკან არის ამომრჩეველი, რომლებიც მოპარული ხმების დაბრუნებას ითხოვს.

„ბევრი ნიუანსია იმ დოკუმენტში, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, აქვს ხელისუფლებას ლავირების საშუალება, მივეცით იმისთვის, რომ მეტი სივრცე ჰქონოდა გადაწყვეტილების მისაღებად და ახლა ყველაფერი დამოკიდებულია მათზე. იმიტომ, რომ თუ მათთვის ახლა წითელი ხაზები გადის სადღაც, ჩვენთვისაც გადის ეს წითელი ხაზები, იმიტომ რომ ჩვენს უკან არის ჩვენი ამომრჩეველი, რომელიც ითხოვს  იმ ხმების დაბრუნებას, რომელიც მათ მოპარეს ამ არჩევნებზე და ამ ხმების დაბრუნების ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები", - განაცხადა უდუმაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსამართლე ევა გოცირიძე: სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ გამოიძიოს, ადეკვატურად დასაჯოს დამნაშავე და აღასრულოს ეს გადაწყვეტილება სწორად და ეფექტიანად
კობახიძე - როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა
ოლე-ოლას სიმღერის გამო მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს
ანდრია ჯაღმაიძე - ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics