|
2020-12-03 14:33:08, 512 ნახვა
საზოგადოება
სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების აქციას ბიზნესკომპანიები კვლავ შეუერთდნენ
პანდემიის პირობებში, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების აქცია ისევ გრძელდება. ამ ეტაპზე, აქციას 25-ზე მეტი ბიზნესკომპანია შეუერთდა. სამშენებლო კომპანია m2–მა თბილისის მერიას სოციალურად დაუცველი 1000 ოჯახისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო. თბილისის მერმა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამაში ჩართულ კომპანიებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. კახა კალაძის თქმით, ბიზნესკომპანიების მხრიდან მხარდაჭერის პარალელურად, თბილისის მერიამ დედაქალაქის ბიუჯეტში სხვადასხვა სოციალური საჭიროების მქონე მოსახლეობის დასახმარებლად დამატებითი თანხების მობილიზება უკვე მოახდინა. „მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო დეველოპერულ კომპანია m2-ს. მათ 1000 ოჯახისთვის მოიტანეს პროდუქტები, რომლებიც მომდევნო დღეების განმავლობაში დარიგდება. გარდა ამისა, 27 კომპანია მონაწილეობს მხარდაჭერის აქციაში. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია სოლიდარობა. უკვე პროდუქტების 3000-მდე პაკეტი არის შეგროვებული, რომელიც მომდევნო დღეების განმავლობაში დაურიგდებათ იმ ადამიანებს და ოჯახებს, რომლებსაც დღეს ყველაზე მეტად უჭირთ და ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. გარდა ამისა, სარეზერვო ფონდში უკვე მობილიზებული ნახევარი მილიონი ლარი და დავიწყებთ პროდუქტების შესყიდვას. გარდა ამისა, დაახლოებით 700-800 ათასი ლარი, რომელიც საახალწლო სოფლის მოსაწყობად იყო განსაზღვრული, მიმართული იქნება იმ ოჯახების დასახმარებლად, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. ეს სოფელი არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე წელს ვერ გაკეთდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მარტოხელა ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების აქციას შეუერთდნენ შემდეგი კომპანიები: შპს „მეტეხი 2008“, შპს „ჯი არ ჯი“, შპს „იბექსი“, შპს „გრინ სერვის პლიუსი“, შპს „არტ ტექსი“, შპს „სეისმო მედეგობა“ შპს „დაგი“, შპს „იკორთა 2007“, შპს „პარმა“, შპს „სკინჩი“, შპს „ნადიგო“, შპს „იმპოსტი“, შპს „პალიტრა“, შპს „ჯეო გრუპი“, ფიზიკური პირი გივი კუბლაშვილი, შპს „არქიტრავი“, შპს „სამშენებლო საპროექტო ჯგუფი“, შპს „იბერი“, შპს „მწვანე ნერგები“, შპს „ენსისი“, შპს „ევორდი“, შპს „გრანიტი“, შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი“, შპს „გზები და კეთილმოწყობა“, შპს „რესტავრატორები და კომპანია“, შპს „ვიპ+“, შპს „მედეგი“.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)