15:35 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-03 12:18:03, 775 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანი - არ გვაქვს ფუფუნება, რომ პოლიტიკური პროცესი გასცდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს და პარლამენტიდან ქუჩაში გავიდეს

„რეგიონში შემქნილი გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური პროცესები გასცდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს და პარლამენტიდან გავიდეს ქუჩაში“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ ოპოზიციას, რომ ბოიკოტი არ არის გზა.

„მე შემიძლია გითხრათ თუ რას გვეუბნებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამასთან დაკავშირებით. ყველა ერთხმად აღნიშნავს და ეს აშკარაა, თქვენ იხილეთ არაერთი გამოხმაურება, სადაც ისინი პირდაპირ მოუწოდებენ, ჩვენს ოპონენტებს, ოპოზიციას, რომ ბოიკოტი არ არის გზა, რომ პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა იყოს მსჯელობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა პოლიტიკურ საკითხზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ოპონენტები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იქნებიან, გაითვალისწინებენ ამას, რადგან აქ საკითხი დგას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. მაშინ როდესაც საქართველოს აქვს უამრავი გამოწვევა უსაფრთხოების კუთხით, რეგიონში შემქნილი გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური პროცესები გასცდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს და პარლამენტიდან გავიდეს ქუჩაში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე ევა გოცირიძე: სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ გამოიძიოს, ადეკვატურად დასაჯოს დამნაშავე და აღასრულოს ეს გადაწყვეტილება სწორად და ეფექტიანად
კობახიძე - როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა
ოლე-ოლას სიმღერის გამო მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს
ანდრია ჯაღმაიძე - ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics