|
2020-12-02 11:52:13, 619 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი დარგის სპეციალისტებს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ დიზაინის შექმნაში დახმარებას სთხოვს
თბილისის მერი კახა კალაძე დარგის სპეციალისტებს მოუწოდებს, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ დიზაინის პროექტის შექმნაში მონაწილეობა მიიღონ. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გამარჯვებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი დიზაინის რამდენიმე ვარიანტი მუნიციპალიტეტის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. „დაწყებული გვაქვს მეტროს განახლება, ასევე, ვაგონების შესყიდვა. ეს პროცესი მიდის და ძალიან მალე თბილისს ექნება ახალი, ევროპული ტიპის მეტროს ვაგონები. ასევე, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რეაბილიტაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზოგან თვითონ ვესტიბიული, ბაქანი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ბევრი მეტროსადგური საჭიროებს რეაბილიტაციას. ერთ-ერთი ასეთია მეტროსადგური „ვარკეთილი“, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ამ ხნის განმავლობაში, დიზაინის შერჩევა ვერანაირად ვერ მოხდა. გვყავდა გამარჯვებული კომპანია, რომელმაც წარმოადგინა რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ უნდა გაკეთებულიყო მეტროსადგური „ვარკეთილი“, თუმცა ის იქნა დაწუნებული, რადგან არ შეესაბამებოდა ჩვენს მოთხოვნებს. შესაბამისად, მინდა, მოვუწოდო დიზაინერებს, დარგის სპეციალისტებს, ვისაც აქვს სურვილი, ჩაერთოს და დაგვეხმაროს ამ კონკრეტული პროექტის განხორციელებაში. მხედველობაში მაქვს მეტროსადგურის დიზაინის პროექტი“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, რეაბილიტაციის შემდეგ, „ვარკეთილი“ ერთ-ერთი საუკეთესო მეტროსადგური იქნება. „ვიცი, რომ თბილისს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს და ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, ჩაერთოს სხვადასხვა პროექტში. ამიტომ მინდა, ვთხოვო ამ დარგის წარმომადგენლებს, ხელი შეგვიწყონ და დაგვეხმარონ. დარწმუნებული ვარ, მეტროსადგური „ვარკეთილი“ ერთ-ერთი ულამაზესი და საუკეთესო იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)