|
2020-12-02 11:11:46, 720 ნახვა
საზოგადოება
წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა
წელს საახალწლო სოფელი არ გაკეთდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხად.ა მისივე თქმით, საახალწლო სოფელში დასახარჯი თანხები მიმართული იქნება საკვები პროდუქტების შესაძენად და ადამიანების დასახმარებლად. „მინდა ვისაუბრო საახალწლო სოფელთან დაკავშირებით, რაც შეეხება საახალწლო სოფელს, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვიცით თუ რა რთული ვითარებაა ქვეყანაში, მსოფლოში, ვებრძვით არსებულ პანდემიას, ის შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია და ზოგადად ვერ გაკეთდბა, რადგან ეს ფაქტობრივად მიზიდულობის ცენტრს შექმნის და ბევრი საფრთხე იქნებოდა, რომ ბევრი ადამიანი მივიდოდა და რა თქმა უნდა, გაჭირდებოდა კონტროლი და ამიტომ, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ საახალწლო სოფელი წელს არ გაკეთდება, თუმცა მინდა ვთქვა, რომ დაახლოებით 700-800 ათასი ლარი გვიჯდებოდა საახალხლო სოფლის გაკეთება და ეს თანხები, რაც უნდა დახარჯულიყო საახალწლო სოფლის მოწყობაში, მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში და დავეხმარებით იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და ამისთვის, სპეციალური პლატფორმა შექმნილი გვაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)