|
2020-12-01 11:04:54, 597 ნახვა
საზოგადოება
DI - პარლამენტი უნდა დაუბრუნდეს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მეორე ეტაპის განხილვას
პარლამენტი უნდა დაუბრუნდეს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მეორე ეტაპის განხილვას, - ამის შესახებ განცხადებას „დემოკრატიის ინდექსი-საქართველო" ავრცელებს. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ახალი მოწვევის პარლამენტს წარუდგინოს ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ასახული იქნება პანდემიასთან ბრძოლისთვის საჭირო ხარჯები. „საპარლამენტო არჩევნებისა და ოპოზიციის ბოიკოტის პარალელურად, პარლამენტს უმნიშვნელოვანესი ფინანსური დოკუმენტი - 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი აქვს დასამატკიცებელი. ბიუჯეტის განხილვის პირველი ეტაპის პროცედურები მეცხრე მოწვევის პარლამენტმა წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო, რომელიც ხარვეზებით მიმდინარეობდა. საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოთხოვნის მიუხედავად, მთავრობას პარლამენტისთვის კვლავაც არ წარუდგენია ბიუჯეტის კანონპროექტი, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ გასატარებელი ღონისძიებების ხარჯები. როგორც მთავრობამ ბიუჯეტის პროექტზე თანდართულ დოკუმენტებში მიუთითა, აღნიშნული ხარჯები ბიუჯეტის პროექტში მხოლოდ დასკვნით, მესამე ეტაპზე იქნება ასახული. მეორე ეტაპზე განსახილველად მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს გადამუშავებული ვარიანტი პირობითად შეიძლება ეწოდოს. მთავრობას მასში ცვლილებები არ არ შეუტანია და ის განმეორებითი განხილვისთვის პირველადი სახით არის წარდგენილი: გადამუშავებულ ვერსიაში პარლამენტის მიერ გამოთქმული არც ერთი შენიშვნა თუ რეკომენდაცია არ არის ასახული; კვლავ უცნობია თუ რა პარამეტრებით ხვდება ბიუჯეტი 2021 წელს ახალი კორონავირუსის გავრცელებას. რეგლამენტით დადგენილი ვადების გასვლის მიუხედავად, ბიუჯეტის პროექტის მეორე ეტაპის განხილვა პარლამენტში არ გამართულა. ერთი მხრივ, საკანონმდებლო ხარვეზმა, რომელიც არ ითვალისწინებს საარჩევნო კონტექსტს, ხოლო, მეორე მხრივ, მმართველი გუნდის უმოქმედობამ, შედეგად მოგვცა სიტუაცია, როდესაც პარლამენტმა გამოტოვა ბიუჯეტის პროექტის განხილვის მეორე ეტაპი. მეორე ეტაპი, განსხვავებით საბოლოო მესამე ეტაპისგან, ითვალისწინებს ბიუჯეტის პროექტის უფრო ყოვლისმომცველ განხილვას - პროექტის საჯარო განხილვას კომიტეტების სხდომებზე და ფრაქციების მიერ და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას. პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე. შესაბამისად, ახალი მოწვევის პარლამენტს მოუწევს გააგრძელოს წინა მოწვევის პარლამენტის მიერ დაწყებული ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცედურები. შექმნილ ჩიხურ ვითარებაში, იმისთვის, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვას მიეცეს სრულყოფილი სახე, საჭიროა მთავრობამ პარლამენტს წარუდგინოს ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი, სადაც პარლამენტის რეკომენდაციებთან ერთად ასახული იქნება კორონავირუსთან ბრძოლისთვის საჭირო ხარჯებიც. ამის შემდეგ პარლამენტმა ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის განხილვა უნდა გააგრძელოს არა დასკვნითი მესამე, არამედ მეორე ეტაპიდან. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ახალი მოწვევის პარლამენტს მიეცეს შესაძლებლობა დარგობრივად განიხილოს პროექტი, აგრეთვე, ყველა ფრაქცია ჩაერთოს განხილვის პროცესში. ამის მიღწევა კი მხოლოდ დარჩენილი მესამე ეტაპის ჩატარებით შეუძლებელია, ვინაიდან ბიუჯეტის პროექტის განხილვის მესამე ეტაპი მხოლოდ ერთი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ პროექტის განხილვას და პლენარულ სხდომაზე დამტკიცებას ითვალისწინებს. „დემოკრატიის ინდექსი-საქართველო“ მოუწოდებს: - საქართველოს მთავრობას - ახალი მოწვევის პარლამენტს წარუდგინოს ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ასახული იქნება პანდემიასთან ბრძოლისთვის საჭირო ხარჯები; - საქართველოს პარლამენტს - ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის განხილვა განაახლოს მეორე ეტაპიდან, რადგან საკომიტეტო და ფრაქციების სხდომების ფორმატში განხილვის გარეშე შეუძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებაზე რეალური საპარლამენტო კონტროლის განხორციელება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)