|
2020-11-29 15:17:06, 893 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო-ში ნორვეგიის ელჩი - მოვუწოდებთ ყველა პარტიას, იპოვონ საერთო ენა, რათა მრავალფეროვანმა პარლამენტმა სათანადოდ იმუშავოს
„მოვუწოდებთ ყველა პარტიას იპოვონ საერთო ენა, რათა მრავალფეროვანმა პარლამენტმა სათანადო დონეზე იმუშაოს“, - ამის შესახებ ეუთოში ნორვეგიის მუდმივმა წარმომადგენელმა ენ კირსტი კარსლენმა განაცხადა. მისივე განცხადებით, ნორვეგია საქართველოს მიერ პანდემიის პირობებში არჩევნების გამჭვირვალედ ორგანიზებისთვის გაწეულ ძალისხმევას მიესალმება და მხარს უჭერს ODIHR– ის, „ეუთოს“, „ევროპის საბჭოს“ და „ნატოს“ საპარლამენტო ასამბლეების საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით გაკეთებულ დასკვნებს „ნორვეგია საქართველოს მიერ პანდემიის პირობებში არჩევნების გამჭვირვალედ ორგანიზებისთვის გაწეულ ძალისხმევას მიესალმება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ODIHR– ის, ეუთოს, ევროპის საბჭოს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეების საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით გაკეთებულ დასკვნებს და და ველოდებით ეუთო / ODIHR– ის საბოლოო მოხსენებას. ჩვენ ვწუხვართ ოპოზიციური პარტიების არჩევნების მეორე ტურში არ მონაწილეობის და მათ მიერ პარლამენტის ბოიკოტის გამოცხადების გამო. საქართველოს სჭირდება მოქმედი პარლამენტი და, რაც მთავარია, მოქმედი საპარლამენტო ოპოზიცია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას პანდემიის გამო. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას იპოვონ საერთო ენა და მისცენ საშუალება ახალ და უფრო მრავალფეროვან პარლამენტს შეასრულოს სათანადო როლი საქართველოს დემოკრატიაში. ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი საარჩევნო პროცესის ხარვეზების მოგვარება უნდა მოხდეს, ხოლო პასუხისმგებელმა ორგანოებმა სწრაფად უნდა გამოიკვლიონ ყველა ბრალდება მიუკერძოებლად და დროულად გადაწყვიტონ ისინი კანონის შესაბამისად. გამოვლენილი ხარვეზები ცხადყოფს, რომ საჭიროა შემდგომი ძალისხმევა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კონსოლიდაციისათვის. ნორვეგიას საქართველოსთან მჭიდრო კავშირი აქვს და მხარს უჭერს მის დემოკრატიულ/ევროპულ გზას“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ანდრია ჯაღმაიძე - ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს
სასამართლომ დავით ფეიქრიშვილი და ალექსანდრე ჩაფოძე პატიმრობაში დატოვა
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)