|
2015-09-26 11:56:20, 824 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე:რეზერვების ხარჯვისგან თავშეკავება სწორი გადაწყვეტილებაა
“რეზერვების ხარჯვისგან თავშეკავება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა",-ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ცენტრალური აზიის, შავი ზღვის რეგიონის და ბალკანეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის 34-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ქადაგიძის თქმით, ამ პერიოდში რეზერვების ხარჯვა, მისი განიავება იქნებოდა. „ ჩვენ თავი შევიკავეთ რეზერევების ხარჯვისგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ვინაიდან ამ პირობებში ეს იქნებოდა მისი განიავება, ვინაიდან სხვა მაკროპარამეტრები ამოწურულია. ჩვენი სავალუტო ინტერვენციები არის გზავნილი ბაზარზე, ბაზრის მონაწილეებისთვის, რომ გარკვეულწილად სხვა თანაბარ პირობებში იყოს ლარი თავის მაქსიმუმში. ეს იყო ამ ინტერვენციის მთავარი მიზანი და მომავალშიც განხორციელდება სავალუტო ინტერვენციები ჩვენს მიერ. ეს არის რა თქმა უნდა ამ ყველაფრის ნაწილი. ასევე აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ კომბინაციაში ყველა იმ ღონისძიებასთან, რომელიც უნდა გატარდეს ჩვენი მხრიდან, ასევე მთავრობის მხრიდან“,-აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)