11:44 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-27 17:09:55, 518 ნახვა

სამართალი
მებაჟე ოფიცრების მიერ 2 თვეში 33 750 ლიტრი არადეკლარირებული დიზელის ტიპის საწვავის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებისას მკაცრად კონტროლდება აღურიცხავი საწვავის შემოტანა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მებაჟე ოფიცრების მიერ საბაჟო გამშვებ პუქტებზე:  ,,წითელი ხიდი“ და „ლაგოდეხი“ ეჭვისა და რისკის პროფილების საფუძველზე სატვირთო ავტომობილების დათვალიერების შედეგად, ბოლო 2 თვის მონაცემებით, 33 750 ლიტრი   არადეკლარირებული დიზელის ტიპის საწვავის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა.  აღურიცხავი პროდუქციის შემოტანა, ძირითადად, სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერ, კუსტარულად მოწყობილი საწვავის ავზებით ხორციელდება.

 საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სამართალდარღვევას  და  სანქციის სახით  ითვალისწინებს ფულად ჯარიმას.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტომობილების მძღოლებისთვის სტანდარტული ავზით საწვავის შემოტანა   შეზღუდულია და შესაძლებელია  თვეში მხოლოდ ორჯერ. რაც შეეხება ტრანზიტულად გადაადგილებულ სატვირთო ტრანსპორტს, დასაშვებია 500 ლიტრი საწვავის შემოტანა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
Axios: პუტინი ჯერ არ დაეთანხმა ტრამპის მიერ უკრაინასთან გამოცხადებულ ენერგეტიკულ ზავს.
Axios: ვიტკოფმა და კუშნერმა მოსკოვში ვიზიტი გადადეს
ექვსმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპი რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics