|
2020-11-27 09:13:42, 537 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანისა და ჰარცელის შეხვედრის შესახებ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია ყალბია
საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იუსტიციის სამინისტრო გოჩა ლორთქიფანიძესა და კარლ ჰარცელს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავრცელდა დეზინფორმაცია იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე - თითქოსდა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი თეა წულუკიანს შეხვდა. ჟურნალისტმა ჩართვისას აღნიშნა: „არსებობდა მოლოდინი, ხომ არ იყო 5 პირის გათავისუფლებაზე საუბარი თეა წულუკიანთან, თუმცა კარლ ჰარცელმა არ დაგვიდასტურა ინფორმაცია და უარყო, რომ თეა წულუკიანთან ამ საკითხზე მსჯელობდა“. ჟურნალისტმა ჩართვაში იუსტიციის მინისტრად თეა წულუკიანი მოიაზრა და შეხვედრა, რომელიც რეალურად იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ გოჩა ლორთქიფანიძესა და კარლ ჰარცელს შორის შედგა, საერთოდ სხვა პროცესს დაუკავშირა საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრი აღარ არის და რომ იუსტიციის მინისტრის მოვალეობას გოჩა ლორთქიფანიძე ასრულებს, მით უმეტეს, ეს კარგად უნდა იყოს ცნობილი ტელეარხისთვისაც. რეალურად, 24 ნოემბერს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელსა და საქართველოში ევროკავშირის ელჩს შორის გეგმური შეხვედრა გაიმართა. კარლ ჰარცელისა და გოჩა ლორთქიფანიძის შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს აღმასრულებელი მდივანი გიორგი ჯაში და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის მიმართულების ხელმძღვანელი ზიგრით ბრეტელი. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის საკითხების განხილვა და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა. ამასთან, ელჩისგან მიღებულ იქნა ინფორმაცია მიგრაციის სფეროში იმ ახალი რეგულაციების შესახებ, რაზეც ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ევროკავშირის ფარგლებში. გოჩა ლორთქიფანიძემ კარლ ჰარცელს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელებულ რეფორმებზე, რომელთა მიზანი მიგრაციის მართვა და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებაა. შეხვედრის ბოლოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ევროკავშირის ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ევროკავშირს შორის წარმატებული თანამშრომლობის პროცესის მხარდაჭერისათვის. უვიზო მიმოსვლის და მასთან დაკავშირებული გამოწვევების საკითხებზე შეხვედრები ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობასთან წელიწადში რამდენჯერმე იმართება, მათ შორის, წლის ბოლოს – შემაჯამებელ ფორმატში, რომლის დროსაც განიხილება სამომავლო თანამშრომლობის ასპექტები.
ანდრია ჯაღმაიძე - ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს
სასამართლომ დავით ფეიქრიშვილი და ალექსანდრე ჩაფოძე პატიმრობაში დატოვა
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)