|
2020-11-25 11:05:34, 523 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა ვაკის რაიონის მოსახლეობას უფასო პარკირებით სარგებლობისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების დროული დარეგისტრირებისკენ მოუწოდა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ვაკის რაიონში 20 ნოემბრიდან ამოქმედებული ზონალურ-საათობრივ პარკირებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას მიმართა და სთხოვა, რომ სატრანსპორტო საშუალებების უფასოდ დარეგისტრირების მიზნით პარკირების ზონებზე განთავსებულ მუნიციპალურ პავილიონებს დროულად მიმართონ. მისივე თქმით, საათობრივი პარკირების ზონებზე განაწილებული ინსპექტორები სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს აპლიკაციის ჩამოტვირთვისა და საფასურის გადახდასთან დაკავშირებით უფასო კონსულტაციას ადგილზე უწევენ. „ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ზონალურ-საათობრივი პარკირებაა, რომლის განხორციელება წარმატებით მიმდინარეობს. აღნიშნული უკვე ამოქმედდა კოტე აფხაზის ქუჩაზე, ორბელიანის მოედანზე, პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე. შემდეგი ეტაპი უკვე 20 ნოემბრიდან ამოქმედდა ვაკის რაიონში. კონკრეტულად ეს არის ჭავჭავაძის გამზირი, ფალიაშვილი და მისი მკვეთი ქუჩები. ჩვენ ვაგრძელებთ ამ სისტემის დანერგვას მთელი ქალაქის მასშტაბით და, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ვაკის მოსახლეობას, რომ ვინც ვერ მოახერხა დარეგისტრირება ავტომობილების, იმისთვის, რომ მათ ისარგებლონ უფასო პარკირებით, დროულად მიმართონ ადგილზე არსებულ მუნიციპალურ პავილიონებს. ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში არიან კონკრეტულ ლოკაციებზე და მაქსიმალურად ეხმარებიან მოსახლეობას რეგისტრაციის პროცესში. ამ ტერიტორიებზე ჯერ კიდევ განთავსებული მუნიციპალური პავილიონების მეშვეობით მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს ყველანაირი სერვისით, რაც უკავშირდება პარკირებას, რეგისტრაციას, საფასურის გადახდას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)