|
2015-09-24 15:49:03, 774 ნახვა
ეკონომიკა
„ნიუ ჰოსპიტალსმა“ წელს უკვე მეორე საერთაშორისო ჯანდაცვის გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა
18-20 სექტემბერს აზერბაიჯანში, ქ. ბაქოში 21-ე საერთაშორისო სამედიცინო გამოფენა გაიმართა, რომლის ფარგლებში 19 ქვეყნის 189 კომპანია იყო წარმოდგენილი. “ნიუ ჰოსპიტალსი “უკვე მეორედ იღებს მონაწილოებას საერთაშორიო გამოფენაზე, რაც სამედიცინო სერვისების გარდა სამედიცინო ტურიზმის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნებს ემსახურება. “ნიუ ჰოსპიტალსმა” გამოფენაზე წარადგინა სრულიად ახალი სამედიცინო ტურიზმის პროდუქტი „მედტური“. გამოფენას ესწრებოდნენ „ნიუ ჰოსპიტალსის“ თვალის, ყელ-ყურ-ცხვირისა და ნეიროქირურგიის დეპარტამენეტების ხელმძღვანელები პროფესორები მიხეილ ომიაძე, გიორგი გოგნიაშვილი და ირაკლი თოიძე, რომელთაც ათეულობით პაციენტს ადგილზე გაუწიეს კონსულტაცია. გარდა ამისა დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა უცხოელ კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია კლინიკაში დანერგილი სიახლეების, ტექნოლოგიებისა და მიღწევების შესახებ. „ნიუ ჰოსპიტალსი“ არის პირველი ქართული კლინიკა, რომელმაც პირველმა გადადგა ნაბიჯები სამედიცინო ტურიზმის განვითარებისთვის. ახალმა პროდუქტმა “მედტური” დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც პაციენტებში, ასევე ტურისტულ ბიზნესში ჩართული კომპანიების მხრიდან. პროდუქტი შექმნილია არა მარტო სამედიცინო, არამედ ტურისტული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის. ჩვენი მიზანია მეზობელ ქვეყნებს შევთავაზოთ ევროპული ხარისხის სამედიცინო მომსახურება და რეკრიაციული სიკეთე ერთობლივად. მოხარულები ვართ, რომ ამ პროდუქტის წარდგენამ დიდი მოწონება დაიმსახურა“, - განაცხადა „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგის მიმართულებით სოფიო ლებანიძემ.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)