|
2015-09-23 18:40:51, 783 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი კოვზანაძე: საპარტნიორო ფონდმა ყველა სტრატეგიული პროექტი და ამოცანა განახორციელა, რომელიც მის წინაშე იდგა
საპარტნიორო ფონდმა ყველა სტრატეგიული პროექტი და ამოცანა განახორციელა, რომელიც მის წინაშე იდგა, - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის უკვე ყოფილმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბფიგინზე განაცხადა. როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო მოცულობა 2 მილიარდ დოლარს შეადგენს. „საპარტნიორო ფონდმა ბოლო 2 წლის განმავლობაში განახორციელა ყველა სტრატეგიული პროექტი და ამოცანა, რომელიც მის წინაშე იდგა. პროექტების საინვესტიციო მოცულობა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, არის 2 მილიარდი დოლარი. მათ შორის არის გარდაბნის თბოელექტროსადგური , ნესკრას ჰიდროელექტროსადგური, თვითმფრინავების ქარხანა თბილისში, 5 ბრენდული სასტუმრო საქართველოში, რიქსოსი ლიკანში და სხვადსხვა პროექტები. ბოლო სასიხარულო ინფორმაცია, არის ის, რომ „კრედით სვისმო“-მ უმსხვილესმა საფინანსო ინსტიტუტმა, დაუმტკიცა 150 მილიონი დოლარის სესხი საპარტნიორო ფონდს, და მათ შორის 100 მილიონი დოლარი ჩაირიცხა ჩვენს ანგარიშზე. ეს მოხმარდება ახალი პროქტების განხორციელებას“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე წარადგინა. „საპარტნიორო ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე კი, საბანკო ზემდამედველობის საბჭოს ხელმძღვანელი გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)