|
2015-09-23 17:45:39, 661 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო ევროპული კომპანიებისთვის ლიდერი ქვეყანაა
საფრანგეთში ბიზნესკონფედერაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის "MEDEF International"-ში საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვიდა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული კომპანიებისთვის რეგიონში ლიდერი ქვეყანაა. "საქართველო არის ლიდერი და მოდელი რეგიონში, ქვეყანა, რომელმაც მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. საქართველო არის რეგიონში საიმედო საინვესტიციო და სავაჭრო პარტნიორი, მას ევროპული კომპანიებისთვის გააჩნია ბევრი მიმზიდველი ფაქტორები როგორც ინვესტიციების, ასევე ინოვაციებისა და ბიზნეს იდეების განხორციელების თვალსაზრისით", - აღნიშნა კვირიკაშვილმა. შეხვედრაზე საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს, ბიზნესასოციაციასა და "MEDEF International"-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოეწერა. შეხვედრის დასასრულს საქართველოს ვიცე-პრემიერმა ფრანგული კომპანიების წარმომადგენლებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)