|
2020-11-05 18:23:05, 621 ნახვა
კომენტარი
გიორგი კანდელაკი - ივანიშვილის გაჯიუტება სანქციების საკითხს დღის წესრიგში დააბრუნებს
ივანიშვილის გაჯიუტება სანქციების საკითხს დღის წესრიგში დააბრუნებს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი ევროკავშირის მიერ ალექსანდრე ლუკაშენკოს მიმართ სანქციების დაწესებასა და არადემოკრატიული არჩევნების გამო ივანიშვილის მიმართ სანქციების შესაძლო გატარებას. მისი თქმით, თუკი ბიძინა ივანიშვილს მიეცემა ბურთი და მოედანი, დიდი შანსია, რომ მისი მმართველობა გახდეს დიქტატურა. „ლუკაშენკომაც თავდაპირველად დემოკრატიულ არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა ამის შემდგომა ეროზიამ და უკუსვლამ გამოიწვია ბელორუსში დღევანდელი დიქტატორული მმრათველობა. თუკი ბიძინა ივანიშვილს მიეცემა ბურთი და მოედანი, დიდი შანსია, რომ მისი მმართველობა გახდეს დიქტატურა. 8 მარტის შეთანხმებამდე ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან უკვე გადაწყვეტილი იყო სანქციების დაწესება, ხოლო ბიძინა ივანიშვილის მიერ არადემოკრატიული არჩევნების ჩატარებამ ეს საკითხი შესაძლოა კვლავ დღის წესრიგში დააბრუნოს. თავის დროზე, ალექსანდრე ლუკაშენკომ, დემოკრატიული არჩევნებში გაიმარჯვა და ეროზია და უკუსვლა ბელორუსისა მოხდა თანდათან, ეხლა რომ დიქტატურა არ ვართ, არ ნიშნავს, რომ თუ მივეცით ივანიშვილს ბურთი და მოედანი, არ გავხდებით დიქტატურა. ამ მხრივაც მნიშვნელოვანია ბელორუსის გაკვეთილი და რაც შეეხება სანქციებს, საქართველოს შემთხვევაშიც მინდა გავიხსენო, რომ სანქციების საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ არა 8 მარტის შეთანხმება, ევროპარლამენტის რეზოლუციის შეთანხმებულ ვერსიაში უკვე შეტანილი იყო, აშშ-ს შემთხვევაშიც დღის წესრიგში იდგა. ამ ყველაფრის დაბრუნებას დღის წესრიგში, შეერთებული შტატების და ევროკავშირის საქართველოსთან მიმართებაში არაფერი არ უშლის ხელს, უმჯობესი იქნებოდა, რომ ეს ასე არ მომხდარიყო და არჩევნები დემოკრატიულად ჩატარებულიყო, მაგრამ ეს არის ის გზა, რაც აირჩია ბიძინა ივანიშვილმა“, - განაცხადა კანდელაკმა.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)