19:41 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-05 14:27:07, 506 ნახვა

საზოგადოება
ცქიტიშვილი - პროტესტის გამოხატვისას ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და მხარდამჭერმა უნდა დაიცვას რეგულაციები

ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არავის აუკრძალავს, მაგრამ გამოვხატოთ ჩვენი აზრი ისე, რომ არ ვავნოთ სხვას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია  ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა და პარტიამ, პროტესტის გამოხატვისას დაიცვას რეგულაციები.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვების დაწესება თუ არ დაწესება, შეზღუდვების ხარისხი და გავრცელების მასშტაბი დამოკიდებულია თითოეულ თქვენთაგანზე. რამდენად აქტიურად და სწორად ვატარებთ პირბადეს, რამდენად ზედმიწევნით შევასრულებთ ყველა რეკომენდაციას და სხვა. ეს პასუხისმგებლობა აკისრია არა მხოლოდ თითოეულ მოქალაქესა და დამსაქმებელს, არამედ პოლიტიკურ პარტიებსაც. ჩვენ არასდროს არ შეგვიზღუდავს გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში, ჩვენ არასდროს არ შეგვიზღუდავს საარჩევნო პოლიტიკური პროცესი და ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ დღეს ქვეყანაში არის არჩევნები, ხდება როგორც არჩევნების შედეგების შეჯამება და გველოდება მეორე ტურიც. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ეს საარჩევნო პროცესი ჩვენ ჩავატაროთ უმაღლეს დონეზე.

ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა და პარტიამ, ყველა აქტივისტმა, რიგითმა მხარდამჭერმა მაშინ, როდესაც ეს პარტიები გამოხატავენ თავიანთ პროტესტს და აზრს, ეს მოხდეს რეგულაციების დაცვით. საჭიროა პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. არავის არ აუკრძალავს ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ მოდით, გამოვხატოთ ჩვენი აზრი ისე, რომ არ ვავნოთ სხვას, დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება და დავიცვათ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და ქვეყნის ეკონომიკა“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics