|
2015-09-23 16:39:25, 767 ნახვა
ეკონომიკა
რომან გოცირიძე: თუ 2016 წლის ბიუჯეტი ისეთი იქნება, როგორიც წელს არის, ლარის გაუფასურება გაგრძელდება
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის შეფასებით, თუ 2016 წლის ბიუჯეტი ისეთივე იქნება, როგორიც წელს არის, ლარის გაუფასურება გაგრძელდება. ამის შესახებ გოცირიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა. „ყველაფერი დამოკიდებულია ბიუჯეტზე და მათ შორის, როგორი იქნება 2016 წლის ბიუჯეტი. თუ იქნება 2016 წლის ბიუჯეტი ისეთი, როგორიც წელს, მაშინ გაგრძელდება გაუფასურება, თუ იქნება ჯანსაღი ბიუჯეტი, ლარი იქნება სტაბილური. იქნება კიდევ უფრო უკეთესი პირობები ეკონომიკაში, ეკონომიკური ზრდა, ინვესტიციების ზრდა, მაშინ შეიძლება ლარი გამყარდეს უფრო. ჩვენ გვახსოვს 1998 წელს 5.45 და შემდეგ უკვე 2007 წელს 1.40-ის ფარგლებშიც კი გამყარდა. ლარის გაუფასურება არ არის მუდმივი ტენდენცია, ის ხან ზემოთ მიდის, ხან ქვემოთ. ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)