|
2015-09-23 16:20:34, 618 ნახვა
ეკონომიკა
რომან გოცირიძე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდას დადებითად აფასებს
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 7.0 პროცენტამდე გაზრდის შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. როგორც გოცირიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სწორი და დროული იყო, რადგან მთავრობამ კომერციული ბანკიდან მისაღები სესხის პროცენტი ძალიან გაზარდა. „ეს გადაწყვეტილება სწორიც იყო და დროულიც, ვინაიდან უკვე მთავრობამ ძალიან გაზარდა კომერციული ბანკიდან მისაღები სესხის პროცენტი, ანუ სახაზინო ვალდებულებებისგან გათავისუფლების პროცენტმა ორჯერ იმატა. თუ შარშან მთავრობა კომერციული ბანკებისგან ბიუჯეტისთვის შიდა ვალს იღებდა 5 პროცენტის ფარგლებში, ეხლა უკვე გაორმაგდა ეს ხარჯი და 10 პროცენტად იღებს ერთ წლიან სესხს. 2 ან 3 წლიან სესხზე კიდევ უფრო მეტია და თითქმის 15 პროცენტს მიუახლოვდა. ასე რომ როდესაც ასეთი მაღალია სახაზინო ვალდებულებებიდან შემოსავალი, კომერციული ბანკების დაინტერესება რეფინანსირების სესხების გადაქაჩვა არაა მოკლვადიანი სესხების დასაკმაყოფილებლად, არამედ შეიძლება ის გამოყენებული იყოს ასევე ბიზნესის დაკრედიტებისა ბიუჯეტზე გადასასესხებლად“, - განაცხადა გოცირიძემ. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო, ეროვნული ბანკი იძულებული გახდა რადიკალური ზომები მიეღო და ამიტომ ეპიზოდური ინტერვენციები დაიწყო, თუმცა მისივე თქმით, ეს ვალუტის დანაკლისის შესვსების წყარო არ არის. „მოკლე ინფლაციის ზომამ და ლარის დევალვაციის ზრდამ ეროვნულ ბანკს აიძულა, რომ მიეღო უფრო რადიკალური ზომები. ამიტომ დაიწყო ეპიზოდური ინტერვენციები, თუმცა ინტერვენციები არ არის ვალუტის დანაკლისის შევსების წყარო, ვინაიდან მილიარდიან დანაკლისს ვერაფერი ვერ შეავსებს 40, 80 ან თუნდაც 100 მილიონის ოდენობის უცხოური ვალუტის გაყიდვით. ეს მოკლევადიანი რყევების გასანეტირალებლად არის გამიზნული, მათ შორის ასეთი მოლოდინების გასანეიტრალებლად და ფსიქოლოგიური შოკების მოსახსნელად. ორივე გადაწყვეტილება არის სწორი და ეროვნული ბანკი ალბათ ესეთ ეპიზოდურ ინტერვენციებს გააგრძელებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. ცნობისთვის, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 1.0 პროცენტული პუნქტით 7.0 პროცენტამდე გაზარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)