|
2015-09-23 14:04:10, 670 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: სახელმწიფო ბიუჯეტი გაცვლით კურსზე ზეგავლენას არ მოახდენს
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ 2016 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პარამეტრებზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი შემდეგ პარამეტრებზეა დაგეგმილი: 3%-იანი ეკონომიკური ზრდა, 3%-იანი საბიუჯეტო დეფიციტი და დაახლოებით, 4, 4.5%-იანი ინფლაცია, რაც გათვალისწინებულია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკით. "მომავალ წელს პირველად საქართველოში საშემოსავლო გადასახადის დიდი ნაწილი დარჩება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იქნება დაახლოებით, 8.5 მილიარდი და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და ხარჯები დაახლოებით, 10 მილიარდი ლარი იქნება",-აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. ამასთან, ნოდარ ხადურის მტკიცებით, მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომელიც ლარის კურსზე მოქმედებდა, ამოწურულია. "ბოლო დღეებში აშკარად შეიმჩნევა მისი ცვლილება. საგარეო გაცვლითი კურსი ამ შემთხვევაში დიდ ზეგავლენას არ ახდენს",-განაცხადა ნოდარ ხადურმა და აქვე განმარტა, რომ საგარეო გაცვლითი კურსი ზემოქმედებს მხოლოდ 2 ფაქტორზე-ეს არის საგარეო ვალის აღება და მისი დაფარვა. "სახელმწიფო ბიუჯეტი არც აქამდე ახდენდა და არც ამის შემდეგ არ მოახდენს ზეგავლენას გაცვლით კურსზე",-დასძინა ნოდარ ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)