21:41 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-03 19:15:07, 666 ნახვა

კომენტარი
ჯანდაცვის სამინისტრო ქუთაისში გარდაცვლილი 27 წლის პაციენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო ქუთაისში გარდაცვლილი 27 წლის პაციენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ პაციენტთან დაკავშირებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გამოძახება ორჯერ დაფიქსირდა.

"უპირველეს ყოვლისა, მწუხარებას გამოვთქვამთ ქუთაისში კოვიდდადასტურებული 27 წლის პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

გვსურს, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ მომხდარი სამწუხარო შემთხვევის შესახებ.

აღნიშნულ პაციენტთან დაკავშირებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გამოძახება ორჯერ დაფიქსირდა. პირველ შემთხვევაში, 26 ოქტომბერს, დაბალი წნევის მოტივით დაფიქსირებული გამოძახება გაუქმებული იქნა ზარის ინიციატორის მიერ, რომლის განცხადებითაც, პაციენტი თავს გრძნობდა კარგად და მას აღარ ესაჭიროებოდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.  მეორე გამოძახება სუნთქვის გაძნელების მოტივით 31 ოქტომბერს, 01:27 სთ-ზე დაფიქსირდა, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი მისამართზე მყისიერად გავიდა და პაციენტი ცხელებით გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას ჩაუტარდა ტესტი კოვიდ-19-ზე და დადგინდა კოვიდინფექცია.

როგორც თქვენთვის ცნობილია, სამწუხაროდ, პაციენტი 1-ელ ნოემბერს გარდაიცვალა.

კიდევ ერთხელ ვიზიარებთ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას", - ნათქვამია ჯანდაცვის ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics