|
2015-09-23 13:17:40, 590 ნახვა
ეკონომიკა
კახეთში ამ დროისთვის 42 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციიით, ამ დროისთვის კახეთის რეგიონში 42 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. მათ შორის, 17 ათას ტონამდე რქაწითელი, 19 ათას ტონამდე საფერავი, 1,5 ათას ტონამდე კახური მწვანე და 6 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. სააგენტოს ცნობით, კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 25 მლნ ლარს მიაღწია. „განვლილი 24 საათის განმავლობაში 6 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც მიმდინარე რთველის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რთველი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენია გადამუშავებულია შემდეგ მუნიციპალიტეტებში: გურჯაანი - 14 ათას ტონამდე, ყვარელი - 8,6 ათას ტონამდე და თელავი - 6,8 ათას ტონამდე. კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 70 კომპანია, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 15 ღვინის საწარმო“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში. რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)