|
2020-10-30 16:45:58, 709 ნახვა
კომენტარი
მაჭავარიანი - გაცილებით იოლია ყველგან გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ მინიმალური წესები, სხვა ყველაფერი, რაც შეზღუდვებისკენ წაგვიყვანს, დაგვაზიანებს
გაცილებით იოლია, ყველგან გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ მინიმალური წესები, სხვა ყველაფერი, რაც შეზღუდვებისკენ წაგვიყვანს, დაგვაზიანებს და მეტ ეკონომიკურ ფასს გადავიხდით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია ვირუსის გავრცელების შეკავება. „ყველა გამოსვლაში როგორც პრემიერ-მინისტრი, ასევე ეპიდემიოლოგები იმეორებენ, რომ საუკეთესო გზა შეკავების, არის პირადი ჰიგიენის დაცვა. პირველ რიგში, ეს არის პირბადეები. შეზღუდვებით შეკავება ძვირი დაგვიჯდება. ახლა, პრაქტიკულად, გავდივართ ბეწვის ხიდზე. ეპიდემიოლოგიური კუთხით, სიტუაცია მართვადია და ეს უნდა შევინარჩუნოთ, დააახლოებით, ამ დონეზე. შემდეგ, თავისთავად, გავრცელების ტრენდი წამოვა ქვემოთ. არაფრით არ უნდა მოხდეს, რომ დღის განმავლობაში გაორმაგდეს და გასამმაგდეს ინფიცირებულების რაოდენობა. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, ზეწოლა იქნება გაცილებით დიდი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, პანდემიის დასრულების შემდეგ, ყველა ქვეყანა შეფასდება ორი კრიტერიუმით: სად იყო გარდაცვალებულთა ყველაზე დაბალი პროცენტული რაოდენობა და ეკონომიკის ნაკლები დაზიანება. „სამწუხაროდ, გარდაცვალება ყველგან იქნება და რაოდენობები გაიზრდება, მაგრამ აქ საუბარია პროცენტულად, სად იქნება ყველაზე დაბალი გარდაცვალების პროცენტი და სად იქნება ეკონომიკის ყველაზე ნაკლები დაზიანება. ეს იქნება მთავარი კრიტერიუმები, რითაც შეფასდება რამდენად იყო წარმატებული ესა თუ ის მთავრობა და მასთან ერთად საზოგადოება და ქვეყანა. ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ჩვენ ამ მონაცემით ვიყოთ საუკეთესო. ამისთვის აუცილებელია თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ დაიცვას წესები," - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)