|
2020-10-30 14:50:38, 691 ნახვა
კომენტარი
გახარია ბუბა კიკაბიძეზე - ზუსტად ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, როდესაც ინდივიდუალური ადამიანის ბედი არავის ადარდებს
ბუბა კიკაბიძე არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი, ადამიანი ასაკშია, ეს არის ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, როდესაც ცალკე აღებული, ინდივიდუალური ადამიანის, მისი ბედი არავის არ ადარდებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია-კონცერტზე ბუბა კიკაბიძის მიერ რუსულად ნამღელ „თბილისოსთან“ დაკავშირებით აღნიშნა. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, გუშინდელ აქციაზე გამომსვლელი ხალხის დონემ, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტების ცვლილება უნდა დაიწყოს. „ორ რამეს ვიტყვი – გუშინ უაღრესად ადამიანურად დამწყდა გული და გეტყვით რატომ, მეორე – ქვეცნობიერია, ხალხო, აი ჩვეულებრივ ქვეცნობიერი. ვიდრე სოციალური მედიაში არ ატყდა ერთი ამბავი, ვერც მოიფიქრა იქ მდგომმა ერთმა ადამიანმაც კი, რომ გამოსულიყო და რაღაცა კომენტარი გაეკეთებინა. აი, სოციალურ მედიაში რომ ატყდა ერთი ამბავი, მერე დაიწყეს რაღაც უხერხული ვერსიების მოძებნა, ამიტომ არის ეს ქვეცნობიერი, დარწმუნებული ვარ ამაში. რაც შეეხება რატომ დამწყდა გული – ბუბა კიკაბიძე არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი, ადამიანი ასაკშია, ეს არის არის ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, როდესაც ცალკე აღებული, ინდივიდუალური ადამიანის, მისი საერთოდ ბედი არავის ადარდებს. ჯერ ერთი, ამ ასაკის ადამიანი რომ გამოგყავს, ამღერებ, ასეთი მორალური და ემოციური დარტყმის ქვეშ აყენებ. სამწუხაროდ, აი, ასე ვაფასებ ამას და კიდევ ერთს დავამატებდი, გუშინდელი ეს აქცია, მათ შორის იქ გამომსვლელი ხალხის დონემაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტების ცვლილება უნდა დაიწყოს. ეს პოსტ საბჭოთა საბჭოური პოლიტიკური ელიტა, რომელიც 30 წელია ქვეყანამ ვერ მოიშორა, ეს უნდა დამთავრდეს. ამიტომ იყო სწორედ მიღებული გადაწყვეტილება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რადგან რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ადამიანი გამოჩნდეს პარლამენტშიც და პოლიტიკაშიც. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, პროდასავლური, კარგი, დასავლური განათლებით და არა ის, რუსული ნარატივი, რაც გუშინ ვნახეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)