|
2020-10-29 15:16:56, 463 ნახვა
საზოგადოება
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით „სპილოუს“ პროდუქცია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იყიდება
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მიმართულების მხარდაჭერით, საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიამ „სპილოუ" პარიზის და ფლორენციის საერთაშორისო გამოფენებზე დასწრება შეძლო. აღნიშნულ ღონისძიებებზე კომპანიის უცხო და კრეატიულმა პროდუქციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. შედეგად, „სპილოუ"-ს პროდუქტი უკვე ექსპორტზე გადის და ევროპის რამდენიმე ბაზარზეც იყიდება. საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელთა რიცხვი სულ უფრო მატულობს. აღსანიშნავია, რომ ასეთი კომპანიების პროდუქცია მრავალფეროვნებით და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა და ადგილობრივ ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. სექტორის პოტენციალიდან გამომდინარე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, ქართული საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიები საკუთარი პროდუქციით სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე არიან წარმოდგენილნი. აღნიშნულ საერთაშორისო გამოფენებზე საბავშვო ტანსაცმლის წარდგენით, „სპილოუ"-მ მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარა სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებთან და ქართული პროდუქციის ექპორტი განახორციელა ევროპის ქვეყნებში, კერძოდ საფრანგეთში, იტალიაში, ლუქსემბურგსა და გერმანიაში. „ორი წელია, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით, „სპილოუ" მონაწილეობს საბავშვო ტანსაცმლის საერთაშორისო გამოფენებში. ბიზნესკავშირები უცხოელ შემსყიდველებთან პირველივე წასვლაზე დავამყარეთ, რის შემდეგაც ყოველწლიურად იზრდება ექსპორტის ქვეყნების რაოდენობა და შეკვეთების მოცულობა" - განაცხადა „სპილოუ"-ს დამფუძნებელმა, სოფო ჩხაიძემ. სააგენტო „აწარმოე საქართველოში" სტრატეგიულ და პრიორიტეტულ ბაზრებზე B2B ტიპის გამოფენების ორგანიზებასა და საქართველოში არსებული სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი კომპანიების თანადაფინანსებას ახორციელებს, ახალ პარტნიორებთან დაკავშირების და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)