|
2020-10-29 11:38:56, 450 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირთა ინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით ახალი პროექტი იწყება
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა საქართველოში კემლინ ფურლიმ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას. ახალი პროექტის მიზანს საქართველოში ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. სააგენტოს ინტეგრაციის ცენტრში, რომელიც ამჟამად საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ 100 ადამიანს ემსახურება, ქართულ ენას დამატებით 150 ლტოლვილი შეისწავლის. ასევე, ცენტრი ბენეფიციარებს შესთავაზებს პროფესიული გადამზადების კურსებს, კონსულტაციას გაუწევს დასაქმებისა და სხვა სახელმწიფო სერვისებისა თუ პროგრამების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში. ამასთან, პროექტი ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენის ხელშეწყობასა და ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერასაც ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, დევნილი მეწარმეები, საქმიანობის გაფართოების მიზნით, მაქსიმუმ 7500 ლარით დაფინანსდებიან. გრანტის მიღების მთავარ პირობას კი საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი მინიმუმ ერთი პირის დასაქმება წარმოადგენს. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლის კემლინ ფურლის განცხადებით, საქართველომ შექმნა და მართავს თავშესაფრის სისტემას ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. „საქართველომ საერთაშორისო დაცვა 3 000-მდე ადამიანს მიანიჭა, ვინც ომისა და ძალადობის გამო იძულებული გახდა, დაეტოვებინა შუა აღმოსავლეთი, აფრიკა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები და ა.შ. საქართველომ შექმნა და მართავს თავშესაფრის სისტემას ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ამ გზით ასრულებს თავის როლს საერთაშორისო პასუხისმგებლობის განაწილებაში ლტოლვილთა დაცვისთვის. ლტოლვილებს და თავშესაფრის მაძიებლებს უფლება აქვთ, იმუშაონ საქართველოში. მათ სურთ, იყვნენ თავდაჯერებულები და იზრუნონ საკუთარ ოჯახებზე, აგრეთვე თავიანთი წვლილი შეიტანონ მიმღებ საზოგადოებაში. ახლა მთავარი პრიორიტეტი ლტოლვილთა წარმატებული ინტეგრაციის ხელშეწყობაა, რაც მათ დაეხმარებათ, დაძლიონ ისეთი ბარიერები, როგორიცაა ენისა ცოდნა, კავშირების არქონა, შესაბამისი კურსებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე ინფორმაციის ნაკლებობა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ერთობლივი ძალისხმევა საშუალებას მისცემს ლტოლვილებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, გააცნობიერონ თავიანთი პოტენციალი და გააძლიერონ თემები, სადაც ცხოვრობენ. COVID-19 პანდემიის დროს საქართველოში ბევრ ადამიანს უჭირს ოჯახის მოვლა. ჩვენ ამ ყოველივეში ერთად ვართ და UNHCR მზად არის, ითანამშრომლოს მთავრობასთან, რათა არავინ დარჩეს მიღმა“, - განაცხადა კემლინ ფურლიმ.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)