18:04 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-28 16:05:34, 999 ნახვა

რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირი შევიდა

დაბა ხულოში მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის ფარგლებში,  ბუნებრივი აირი აინთო. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და კომპანია სოკარის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  ხულოში ადგილობრივ მოქალაქეებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ხორციელდება მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტები. მისი თქმით,  ყველა ოჯახი მაღალმთიან აჭარაში ისარგებლებს ბუნებრივი აირით.

,,დღეს ბუნებრივ აირს ავანთებთ ხულოს დაბაში და ეტაპობრივად, უკვე, ყველა ოჯახი, მიიღებს ბუნებრივ აირს. არცერთი მოქალაქე და არცერთი ოჯახი მთაში არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების გარეშე", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ ხულო-ზარზმის გზის სამუშაოების შესახებაც ისაუბრა.

,,როგორც დაგპირდით, ხულო-ზარზმის გზა, რომელიც არის ისტორიული პროექტი მაღალმთიანი აჭარისთვის, ჩვენი რეგიონისთვის და ასევე, სამცხე-ჯავახეთისთვის, იქნება ბოლომდე მიყვანილი, დასრულებული", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სალიბაურიდან-გოდერძის უღელტეხილამდე მონაკვეთზე აჭარის გაზიფიცირების მასშტაბური პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების, 121 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობის ძირითადი ნაწილი, უკვე დასრულებულია, ამ ეტაპზე  დასკვნით 27 კილომეტრზე, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის დასაწყისში, გაზი სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძზეც" აინთო.

გაზიფიცირების პროექტის სამუშაო პროცესში 300 ადამიანი დასაქმდა. დასკვნითი ეტაპის სამუშაოებზე დამატებით, 300 ადამიანი დასაქმდება. მშენებლობას შპს „ენერჯი ინვესტი 2009" ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics