|
2020-10-28 14:06:48, 581 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - მწვანე განახლებადი ენერგიის განვითარება ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტია
მწვანე განახლებადი ენერგიის განვითარება ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბათუმში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდა. მინისტრმა მზის ელექტროსადგურით აღჭურვილი სკოლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორთან გიორგი ჩიქოვანთან ერთად მოინახულა. „ეს პრიორიტეტი გულისხმობს ისეთი პროექტების განვითარებასაც, რომელიც ახალი განახლებადი ენერგიის წყაროებს, ამ შემთხვევაში მზის ენერგიას ამუშავებს ჩვენი განათლების სისტემის სასარგებლოდ. ჩვენი პროექტის ფარგლებში უკვე ოცამდე სკოლაში ხდება სახურავებზე მზის პანელების მონტაჟი, რაც ერთი მხრივ, დააზოგინებს სკოლებს ელექტროენერგიის საფასურს და მეორე მხრივ, პირიქით, ჭარბი ენერგიის გამომუშავების შემთხვევაში, სკოლას შესაძლებლობას მისცემს ელექტროენერგია სისტემას მიაწოდოს და დამატებითი შემოსავალი მიიღოს. პროექტი, რომელიც ხორციელდება ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, მხოლოდ ბათუმში მოიცავს 13 სკოლას, ასევე დანარჩენ რეგიონებში რამდენიმე სკოლას და თბილისშიც იგივე სისტემებს დავნერგავთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ბათუმის 13 საჯარო სკოლაში მზის ელექტროსისტემების ჯამური დადგმული სიმძლავრე 333 კვტ-ს შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულება კი ნახევარ მილიონ ევროს აღემატება. „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და ლიეტვური კომპანია შპს ,,Via Solis"-ის პარტნიორობით შემუშავებულმა პროექტმა ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტი მოიპოვა. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს, პერსონალს და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემათ უკეთ გაეცნონ განახლებადი რესურსების სპეციფიკას და მისი პირდაპირი დადებითი ეფექტი და სარგებელი შეაფასონ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)