|
2020-10-26 13:40:19, 635 ნახვა
კომენტარი
გიგი უგულავა ზუგდიდის ინციდენტზე - ფაქტია, რაღაცას მალავს გამოძიება
ფაქტია, რომ რაღაცას აშკარად მალავს გამოძიება, რაც იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას და დაბნეულობას, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ზუგდიდში, ბანკის საქმეს. მისი თქმით, ეს საქმე, ისევე როგორც სხვა საქმეები ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, ბურუსით არის მოცული როგორც მან აღნიშნა, სწორედ დაუსჯელობა წარმოშობს იმას, რა მდგომარეობამდეც მივიდა დღეს ქვეყანა. „ფაქტია, რომ დაწყებული რაფალიანცის ბურუსით დაწყებული ინტერვიუდან, ზურაბ ჟვანიას საქმე, რომელიც შემდეგ გაყალბების ობიექტი იყო, შემდეგ იგივე ხორავას საქმე, სადაც იყო გაყალბების ნიშნები, მთელი რიგი საქმეებისა გაყალბებით მიმდინარეობს ამ ხელისუფლების პირობებში, ფაქტია, რომ გამოძიებით ხდება მანიპულირება. ის განცხადება, რაც ჩვენ ვიხილეთ შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მხოლოდ და მხოლოდ კითხვებსა და ეჭვებს ბადებს, რომ აქაც გვაქვს ან გაწელვის მცდელობა, რომ არჩევნებამდე იქნება გამოავლინონ, რომ რაღაცას მაინც აკეთებენ, რადგან სხვა შემთხვევაში აბსოლიტურად ლოგიკას მოკლებულია, რომ თუ იცი ადამიანი და ის გაქცეულია, პირიქით, მის ფოტოებს აკრავ და აჯილდოვებ საზოგადეობას ვინც ინფორმაციას მოგაწვდის, ეს ხომ ახალი ველოსიპედი არ არის, ბოლო 3 საუკუნე ასე მუშაობს გამოძიება, ყველა ქვეყანაში ასე მუშაობს და რა გრელანდია აღმოაჩინა ასეთი და რა მეთოდი აღმოაჩინა ასეთი გომელაურმა. ამიტომ, ფაქტია, რომ რაღაცას აშკარად მალავს გამოძიება, რაც იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას და დაბნეულობას და შემდეგ უკვე ათას ვერისას, ეს ჩანს უკვე, ეს ჩანდა წინა არჩევნების წინაც, როდესაც არჩევნებამდე 3 დღით ადრე ააფეთქეს გივი თარგამაძე და მის საქმეზე არანაირი შედეგი არ დამდგარა, იქაც სამხედროები ფიგურირებდნენ ფაქტია, რომ არავინ არ დასჯილა. ეს დაუსჯელობა, საბოლოოდ, წარმოშობს იმას, სადამდეც მივედით ჩვენ“, - განაცხადა გიგი უგულავამ. შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ მძარცველი შეიჭრა, რომელმაც მძევლად 43 ადამიანი აიყვანა და სახელმწიფოს ნახევარი მილიონი დოლარი მოსთხოვა. საქართველოს მთავრობამ მძარცველს მოთხოვნები დაუკმაყოფილა, რის შემდეგაც ის მძევლებთან ერთად გაიქცა. რამდენიმე საათის შემდეგ მძარცველმა მძევლები გაათავისუფლა და მიიმალა.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)