|
2020-10-22 17:42:40, 602 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური - მადლობა ავთო გალდავას, რომელმაც თავი გაწირა, არც ჩემთვის იყო ადვილი გადასაწყვეტი თანამშრომლის გაშვება
მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ავთო გალდავას, რომელმაც თავის სიცოცხლე გაწირა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმაჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მან მიიღო რთული გადაწყვეტილება იყო, როდესაც თავდამსხმელთან ავთო გალდავა გაუშვა. „გუშინ ძალიან მძიმე დღე იყო ყველასთვის. მათ შორის ჩვენთვის, მძევლებისთვის, ვინც იყვნენ შიგნით დარჩენილი სამი ადამიანისთვის. ჩვენმა სამინისტრომ და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ არავინ დაშავებულიყო. პირველი ამოცანა, რაც დავისახეთ შეთანხმებული იყო ხელმძღვანელობასთან და პრემიერთან, რომ არავინ დაშავებულიყო. ყველაფერი გააკეთეთ, რომ ერთ ადამიანსაც კი არაფერი არ დაუშავდესო. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ნახეთ რომ იყო მძევლების ეტაპობრივი გამოშვება, ჯერ 14 კაცი, მერე 9 კაცი და ა.შ. რაც ყველაზე მთავარი იყო, ჩვენი თანამშრომელი მივიდა, თუმცა ჩვენ შევთავაზეთ მას გაყოლა შიგნით, რა თქმა უნდა მან უარი გვითხრა. თავიდან საერთოდ უარს იძახდა, შემდეგ დაგვთანხმდა ერთ ადამიანზე. მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ავთო გალდავას, რომელმაც თავის სიცოცხლე გაწირა. ეს არ არის ადვილი საქმე და არც ჩემთვის იყო ასეთი გადაწყვეტილების მიღება ადვილი. ის ადამიანი ან დაბრუნდებოდა იქიდან ცოცხალი და ან არა. ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე, ჩემთვისაც ძალიან მძიმე იყო თანამშრომლის გაშვება. მძიმე იყო ბატონი ავთოსთვისაც, თუმცა ერთი წამითაც კი არ შეუდრეკია თავისი გმირული გადადგმული ნაბიჯი, წარბი არ შეუხრია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
ადვოკატი: შესაძლოა, საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ყაველაშვილს შეწყალება სთხოვოს
მოსკოვმა, სოხუმმა და ცხინვალმა თბილისიდან „ძალის გამოუყენებლობის გარანტიები“ მოითხოვეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)