|
2020-10-22 14:08:52, 623 ნახვა
კომენტარი
პრემიერი ზუგდიდის მოვლენებზე - დღეს შსს-ს ამოცანაა, უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი უმოკლეს ვადებში დააკავოს
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე გუშინ, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, შსს-მ უნდა გამოიყენოს ყველა კანონიერი ინსტრუმენტი და უფლება, რათა არ მოხდეს შემდგომში დანაშაულის ჩამდენების მხრიდან უდანაშაულობისა და დანაშაულის დაუსჯელობის შეგრძენის აღქმაში გაჩენა. მისივე თქმით, დღეს შსს-ს ამოცანაა, უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული „გუშინ ზუგდიდში შექმნილი ურთულესი ვითარება მსხვერპლის გარეშე დასრულდა, ეს იყო პირველი რიგის ამოცანა და, რა თქმა უნდა, მიღწეული შედეგი, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, ეს მხოლოდ პირველი რიგის ამოცანაა. რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, შსს-ს და სამართალდამცავ სისტემას სრულად აქვს უმძიმესი ამოცანა დღეს, უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული, ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც დღეს ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობ და რომელიც, რა თქმა უნდა, შსს-მ უნდა შეასრულს. ყველა ის კანონიერი ინსტრუმენტი უფლება და შესაძლებლობა, რომელიც აქვთ მათ, ამ მიზნის მისაღწევად უნდა იყოს გამოყენებული, იმისთვის, რომ არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენების მხრიდან უდანაშაულობისა და დანაშაულის დაუსჯელობის შეგრძენის შემდგომი აღქმაში გაჩენა. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც დღეს შსს მუშაობს და უნდა გააგრძელოს ამაზე მუშაობა საბოლოო შედეგის მიღწევამდე“, - განაცხადა პრემიერმა.
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
ადვოკატი: შესაძლოა, საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ყაველაშვილს შეწყალება სთხოვოს
მოსკოვმა, სოხუმმა და ცხინვალმა თბილისიდან „ძალის გამოუყენებლობის გარანტიები“ მოითხოვეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)