|
2020-10-21 17:55:36, 581 ნახვა
სამართალი
შსს - ვაკეთებთ მაქსიმუმს, რათა დროულად მოხდეს ზუგდიდში მძევლად აყვანილი მოქალაქეების გათავისუფლება
შინაგან საქმეთა სამინისტროში, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული მოქალაქის შეჭრასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. როგორც შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ერთ-ერთმა მოადგილემ განაცხადა, უწყება აკეთებს ყველაფერს, რათა მძევლად აყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. მანვე მოუწოდა მედიასაშუალებებს, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე ასევე საპოლიციო ღონისძიებების ეფექტიანად წარმათვის მიზნით მოხდეს ლაივ სიგნალის გათიშვა/შეზღუდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ბერკეტებს აღნიშნულის უზრუნველსაყოფად. „როგორც თქვენთვის ცნობილია, ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მძევლად არიან აყვანილნი ჩვენი მოქალაქეები, შეტყობინებისთაავე შსს-მ დაიწყო გამოძიება და ტარდება გადაუდებელი ოპერატიულ-საგამოძიებო-სამძებრო ღონისძიებები. შსს აკეთებს მაქსიმუმს, რათა მძევლად აყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული და დროულად მოხდეს მათი გათავისუფლება. სამწუხაროდ დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართალდამცავი სტრუქტურების მოქმედებას და ღონისძიებების წარმართვის ეფექტიანობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა მედიასაშუალებას, მათ შორის, მობილური ოპერატორებისგან მოვითხოვთ კატეგორიულად, მძევლების, სამართალამცველებისა და რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე საპოლიციო ღონისძიებების ეფექტიანად წარმათვის მიზნით მოხდეს ლაივ სიგნალის გათიშვა/შეზღუდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო იყენებს უფლებას გამოიყენოს კანონმდებლობით არსებული ყველა ბერკეტი, რათა მოხდეს აღნიშნულის უზრუნველყოფა. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს მძიმე შემთხხვევა დამთავრდეს მშვიდობით და დაცული იყოს თითოეული“, - ამის შესახებ შს მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ, კახა საბანაძემ განაცხადა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)