|
2015-09-21 14:36:12, 729 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსის გამყარებას ელოდება
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საშუალოვადიან პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის გამყარებას ელოდება. ნოდარ ხადურის კომენტარს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ავრცელებს. „უნდა აღინიშნოს, რომ გაცვლით კურსზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორები სრულად ამოწურულია. ჩვენ საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით გაცვლითი კურსის გამყარებას. დღევანდელი მდგომარეობით, აღსანიშნავია, რომ არც სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებსა და არც ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფინანსირების სესხებს გაცვლით კურსზე უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეროვნულ ბანკთან მუდმივად აქვთ ინფორმაციის გაცვლის რეჟიმი და კოორდინირებულად მუშაობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)