18:32 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-16 18:14:00, 577 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაცია გრძელდება
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის XI მ.რ. III კვ. N47, 48 და N49 კორპუსების მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, სამივე კორპუსთან ასფალტის საფარი იგება, ასევე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 2 600 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. „რაიონის მასშტაბით, აქტიურად ვაგრძელებთ შიდაკვარტალური გზების მოწესრიგებას. ამ კორპუსებში პირველ ეტაპზე შევცვალეთ მოძველებული ქსელები და ამის შემდეგ დავიწყეთ საგზაო სამუშაოები. ხვალ დასრულდება ასფალტის დაგების პროცესი და 140 ოჯახი უკვე კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. სამი კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლისა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან ჯამში, 172 000 ლარი გამოყო.



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics