19:38 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-13 18:12:32, 630 ნახვა

სამართალი
ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის 8 ეპიზოდის ჩადენის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს - მ.კ-ს და ი.ზ-ს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მ.კ. და ი.ზ. 2016-2018 წლებში, ქ.თბილისში, წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,  თითქოსდა  დევნილთა სამინისტროდან ბინების მიღების სანაცვლოდ, მოტყუებით  დაეუფლნენ 8 დაზარალებულის, ჯამში 85 213 ლარს.

მ.კ.-ს და ი.ზ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც გამოიწვა მნიშვნელოვანი და დიდი ოდენობით ზიანი) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Yandex-ის გათიშვამ საქართველოც იმოქმედა
გასაკვირია, გავერკვევით - პაპუაშვილი რუსეთის მიერ ქართული სასმელების იმპორტის აკრძალვაზე
ახალი შეზღუდვა რუსეთისთვის - ევროკავშირის სანქციები 1600-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო
10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე ახალი ბინის ნაცვლად - მთავრობა ალტერნატიულ პროგრამას აანონსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics