|
2020-10-11 16:02:25, 579 ნახვა
საზოგადოება
„ქართუს“ დაფინანსებით ბოტანიკურ ბაღში სათავგადასავლო-რეკრეაციული სივრცე და ველობილიკი მოეწყო
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ბოტანიკურ ბაღში სათავგადასავლო-რეკრეაციული სივრცე და ველობილიკი მოეწყო. ახალი სივრცე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად დაათვალიერა და ახალგაზრდებთან ერთად პირველ საცდელ ველოგარბენშიც მიიღო მონაწილეობა. „ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის კიდევ ერთი საჩუქარი მუნიციპალიტეტისთვის. წავკისისწყლის ხეობის დაახლოებით სამკილომეტრიანი მონაკვეთი რეაბილიტირდა. მოეწყო სასეირნო ბილიკი, ველობილიკი და ველომოყვარულთათვის ყველანაირი ინფრასტრუქტურა. ეს, რა თქმა უნდა, ბოტანიკურ ბაღს მისცემს შესაძლებლობას, რომ დამატებითი შემოსავალი გაუჩნდეს, ბევრი ადამიანი დაინტერესდეს და ისარგებლოს ამ პროექტით. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, აქ რა ხდებოდა წლების წინ. უბრალოდ, გავლაც კი შეუძლებელი იყო. სავსე იყო ძველი საბურავებით და სამშენებლო მასალით. დღეს გვაქვს კიდევ ერთი ძალიან კარგი სივრცე ქალაქში, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მოვიდნენ, დაისვენონ და განიტვირთონ. კიდევ ერთხელ მადლობა ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ბოტანიკური ბაღის ახალი სათავგადასავლო მარშრუტი აერთიანებს ველობილიკს და სხვა ტიპის ტურისტულ ინფრასტრუქტურას. პროექტის განხორცილება 2018 წლის თებერვალში დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში მარშრუტის მთელი პერიმეტრი გაიწმინდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან; ლანდშაფტის სრული დაცვით მოეწყო სამ კილომეტრამდე საველოსიპედე გზა, საფეხმავლო ხიდები და კონსტრუქციები; ამავე სივრცეში დასრულდა კვების ობიექტისა და პარკინგის მშენებლობა, რომელიც მალე მოემსახურება ვიზიტორებს. პროექტის ღირებულებამ დაახლოებით 10 მილიონი ლარი შეადგინა. ახალი სათავგადასავლო-რეკრეაციული სივრცე თბილისის მერთან ერთად მერის მოადგილეებმა მაია ბითაძემ და ანდრია ბასილაიამ, ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ დაათვალიერეს.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)