|
2020-09-23 13:40:33, 643 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში 300 ერთეული „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსი შემოვა
მიკროავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია. მათი ნაწილი თბილისში ოქტომბერში შემოვა. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, გამარჯვებულმა კომპანიამ „ფორდის“ მარკის 300 ერთეული მიკროავტობუსი 180 დღის განმავლობაში უნდა შემოიყვანოს. „თქვენ იცით, რომ 15 ივლისს გამოცხადებული იყო ტენდერი, 300 ერთეულის შესყიდვის მიზნით, რათა ეტაპობრივად დავიწყოთ მიკროავტობუსების ჩანაცვლება და მთლიანად განვაახლოთ ისევე, როგორც ავტობუსები. ტენდერი უკვე დასრულებულია, გვყავს გამარჯვებული კომპანია, 18 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება და „ფორდის“ მარკის სამასი ერთეული ავტობუსი ეტაპობრივად შემოვა დედაქალაქში. ოქტომბერში ნაწილი ადგილზე იქნება და დანარჩენიც 180 დღის განმავლობაში შემოვა. ეს სამასი ერთეული საკმარისი არ არის და საჭირო იქნება დამატებით შესყიდვაც“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, დედაქალაქში ადრე 3000-მდე მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა, თუმცა ახლახან წამოწყებული სატრანსპორტო რეფორმით, მათი რაოდენობა 1200-მდე შემცირდება. „ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ მთლიანად მოდერნიზებას ვაკეთებთ ავტობუსების ქსელის და მარშრუტების. ქალაქში ძირითადად იმოძრავებს 12, 10, 8 მეტრიანი ავტობუსები, თუმცა რელიეფიდან და ქუჩების სივიწროვიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საჭიროა მიკროავტობუსებიც. ეს ყველაფერი ისე იქნება ინტეგრირებული და დალაგებული, რომ კომფორტული იყოს მგზავრობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა მიკროავტობუსებთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კონკრეტული ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ბრალდებას პასუხი ხვალ გაეცემა.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)