17:12 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-21 18:23:34, 745 ნახვა

საზოგადოება
ზღვისუბნის XI მიკრორაიონში 6 700 კვ.მ ფართობზე სკვერის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის  XI მ.რ. I კვ. N3 კორპუსთან 6 700 კვ.მ ფართობზე სკვერის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ძველი ინფრასტრუქტურის დემონტაჟი ხდება.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ახალი საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონი, სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, ლითონის მოაჯირი, ფილები, ბორდიური და საპარკე ინფრასტრუქტურა; დაირგვება ნერგები და მოეწყობა ბალახის საფარი.

სკვერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„აქტიურად ვაგრძელებთ რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობას. ამ ტერიტორიაზე მხოლოდ დაზიანებული ატრაქციონები და ამორტიზებული ინფრასტრუქტურა იყო. სრული რეაბილიტაცია უტარდება სკვერს და ზღვისუბნელებს კიდევ ერთი მოწესრიგებული დასასვენებელი სივრცე ექნებათ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნულ მისამართზე სკვერის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 510 433 ლარს დახარჯავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics