|
2020-09-21 14:13:15, 596 ნახვა
რეგიონი
კახა კალაძე - ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ჭიათურას და აქ მცხოვრებ ადამიანებს აწუხებთ
ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად შევძლებთ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ჭიათურას და აქ მცხოვრებ ადამიანებს აწუხებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პაატა კვიჟინაძის წარდგენაზე ჭიათურაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მასშტაბური პროექტების პარალელურად, დიდი ყურადღება ექცევა რეგიონში როგორც ბუნებრივი რესურსებით სარგებლობას და გარემოს დაცვას, ისე, სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის განვითარებას. „მოხარული ვარ, რომ დღეს მშრომელი ადამიანებით დასახლებულ ამ გამორჩეულ ქალაქში ვიმყოფები. აღსანიშნავია, რომ არაერთი წარმატებისა თუ სირთულის მიუხედავად, ჩვენ მუდმივად ვგრძნობდით და ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას და გვერდით დგომას, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც ერთად დგომითა და ბრძოლით, ქვეყანაში მშვიდობა და თავისუფლება დავაბრუნეთ და სახელმწიფო საკუთარი მოქალაქის სამსახურში ჩავაყენეთ. მოგეხსენებათ, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და 2012 წლიდან, მხარეში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. გასული წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელისუფლების მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების მოცულობა. იზრდება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი. მასშტაბური პროექტების პარალელურად, დიდი ყურადღება ექცევა რეგიონში როგორც ბუნებრივი რესურსებით სარგებლობას და გარემოს დაცვას, ისე, სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის განვითარებას. სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით არაერთმა თქვენგანმა ისარგებლა და მომავალშიც, ერთად უნდა შევძლოთ, რომ ეს სიკეთე თითოეულმა საკუთარი ოჯახის კეთილდღეობის გაზრდის ხარჯზე იგრძნოს. მიუხედავად ამისა, ბუნებრივია, მიღწეული წარმატებით არც თქვენ და არც ჩვენ ვკმაყოფილდებით, რადგან მიგვაჩნია, რომ ერთად, ხელისუფლებისა და თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლიანი ნაბიჯებით, შევძლებთ, რომ ეს მხარე და აქ მცხოვრები ადამიანები ბევრად უკეთ და უფრო შეძლებულად ცხოვრობდნენ. რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები და საჭიროა 24 საათიანი მუშაობა მათ დასაძლევად. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად შევძლებთ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ჭიათურას და აქ მცხოვრებ ადამიანებს აწუხებთ“, - განაცხადა კალაძემ.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)