17:00 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 19:20:16, 752 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ნადარეიშვილი - მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, საქართველო კვლავ რჩება ძალიან საინტერესო დანიშნულების ადგილად ტურისტული ინდუსტრიისთვის

„მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, საქართველო კვლავ რჩება ძალიან საინტერესო დანიშნულების ადგილად ტურისტული ინდუსტრიისთვის. ამას მოწმობს აღმასრულებელი საბჭოს სხდომაც, რომელიც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით თბილისში ჩატარდა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი სხდომის ფარგლებში გამართული საინვესტიციო პანელზე, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიის გამოწვევებს შეეხებოდა.

ჟურნალისტებთან საუბარში მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა კერძო სექტორის ინიციატივები, რომელიც გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი სხდომის ფარგლებში განხორციელდა.

ირაკლი ნადარეიშვილმა ხაზი გაუსვა ხელმოწერას თანამშრომლობის მემორანდუმზე გლობალურ კომპანიასთან „მასტერქარდ ევროპა". აღნიშნული კომპანია საქართველოსთან რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით ითანამშრომლებს. „ეს არის გლობალურ ტურისტულ ინფორმაციაზე წვდომა და იმ ტრენდების შესახებ აქტუალური ინფორმაციის მიღება, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება კოვიდ-ის შემდგომ პერიოდში იმისთვის, რომ მოხდეს ტურისტული ინდუსტრის აღდგენა და დაბრუნება განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც ვიყავით - მოხდეს სწრაფად, ეფექტიანად და ასევე სწრაფად იქნას დაძლეული ის გამოწვევები, რომლებიც  ტურისტულ ინდუსტრიაში გვაქვს", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
ფეიქრიშვილზე ძალადობისთვის ყიფიანს, ბილანიშვილს და კიდევ 3 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics