|
2020-09-16 15:41:25, 940 ნახვა
საზოგადოება
საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების დარიგების პროცესი განახლდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე N68 საჯარო ბაგა-ბაღში აღსაზრდელებისთვის პროდუქტების დარიგების პროცესს გაეცნო. პროდუქტები ერთჯერადად, სააღმზრდელო პროცესის ორი კვირით გადადებასთან დაკავშირებით გაიცემა. კახა კალაძის თქმით, პროდუქტები ისე დარიგდება, რომ ბაღებში რიგები არ დადგეს. „რადგან სწავლა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო, ამ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ უზრუნველვყოფთ მშობლების იმ კვების პროდუქტებით მომარაგებას, რაც ამ ხნის განმავლობაში უნდა მიეღოთ პატარებს. ანალოგიური პროექტი მარტში წარმატებით განვახორციელეთ. იცით, რომ ბაღებში 60 000-მდე ბავშვია და ყველა მშობელს, რაიონების მიხედვით ექნება შესაძლებლობა, მიიღოს პროდუქტები. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია და ყველა მათგანმა იცის, რომელ საათზე მოვიდეს, რომ რიგები არ იყოს ბაღებში“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერთან ერთად ბაღში მერის მოადგილე ილია ელოშვილი და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახაბერ გვანცელაძე იმყოფებოდნენ. დედაქალაქის მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტის ფარგლებში, მარტიდან ივნისის ჩათვლით პროდუქტი შვიდ ეტაპად გაიცა. პროექტზე 12 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. ნობათი, ჯამში, 50 000-ზე მეტმა აღსაზრდელმა მიიღო. პროდუქტების გაცემისას დაცული იყო Covid-19-ის პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. თბილისის 183 საბავშვო ბაღში, ამჟამად, 58 005 აღსაზრდელია რეგისტრირებული. სააღმზრდელო წლის განახლება კი ბაღებში პირველ ოქტომბერს იგეგმება.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
ფეიქრიშვილზე ძალადობისთვის ყიფიანს, ბილანიშვილს და კიდევ 3 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ
ხაბეიშვილზე თავდასხმისათვის დაკავებულ ყოფილ ძალოვნებს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)