|
2020-09-15 11:09:45, 16433 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევიდან 124 ბათუმში, 20 კი თბილისში გამოვლინდა
კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევიდან 124 ბათუმში, 20 თბილისში,13 კი ქუთაისში გამოვლინდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, 6 შემთხვევა გამოვლინდა ზუგდიდში, 3 - ოზურგეთში, 3 - მცხეთაში და ერთი ცაგერში. „დაგვემატა 170 ახალი შემთხვევა. ახალი შემთხვევების გადანაწილება ასეთია - 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი. 50 გახლავთ მოგზაურობის ისტორიით, 4 არის საკარანტინე სივრციდან და დანარჩენი ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევებია. 170 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასეთი გადანაწილებითაა: 124 არის აჭარაში, ბათუმში; 20 არის თბილისში, 13 არის იმერეთში, ქუთაისში; 6 - სამეგრელო ზემო სვანეთი, ზუგდიდი, 3 გახლავთ გურია, ოზურგეთი; სამი არის მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა. ერთი შემთხვევა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, ცაგერი. გამოჯანმრთელებულების მაჩვენებლია 1381. 11 ახალი გამოჯანმრთელებული გვყავს. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 1154 პაციენტი მკურნალობს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)