|
2020-09-13 16:15:14, 18966 ნახვა
ომი უკრაინაში
თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტს კორონავირუსი დაუდგინდა
თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ უნივერსიტეტმა დაუდასტურა. მათი ინფორმაციით, დაინფიცირებულ სტუდენტს სიმპტომები გუშინ ღამით გამოუვლინდა, თუმცა უნივერსიტეტში ყოფნისას მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა. “ჩვენ სწავლა დავიწყეთ 7 სექტემბერს. მანამდე გყავდნენ სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც მოგვცეს სწავლის დაწყების უფლება. ყველა შემომსვლელს ვუზომავდით ტემპერატურას და ვუკონტროლებდით პირბადე ეკეთა თუ არა. ამ კონკრეტულ სტუდენტს უნივერსიტეტში ყოფნის დროს არ ჰქონდა სიმპტომები. გვიან ღამე გამოუვლინდა სიმპტომები და დარეკა დეკანთან. ჩვენ ვურჩიეთ, რომ აღარ მოსულიყო უნივერსიტეტში და გაეკეთებინა ტესტი. სამწუხაროდ ვირუსი დადასტურდა. იმ ფაკულტეტს, სადაც ეს სტუდენტი სწავლობს, ცალკე, იზოლირებული ფლიგელი აქვს, რომელსაც ჩაუტარდა დეზინფექცია. ასევე, სტუდენტს ეკეთა პირბადე. შეხება ჰქონდა რამდენიმე ჯგუფელთან. ჩვენ ვთანამშრომლობთ ეპიდემიოლოგებთან. დავირუსებული სტუდენტის ის ჯგუფელები, რომლებთანაც შეხება ჰქონდა, გავაფრთხილეთ და ისინიც ჩაიტარებენ ტესტებს” , - განაცხადეს უნივერსიტეტში.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)