|
2020-09-11 11:14:02, 10357 ნახვა
ომი უკრაინაში
აჭარაში გამოვლენილი კორონავირუსის 39 შემთხვევიდან 15-ის ინფიცირების წყარო უცნობია
აჭარაში გამოვლენილი კორონავირუსის 39 შემთხვევიდან 15-ის ინფიცირების წყარო უცნობია, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, გამოკვეთილია ახალი ლოკაციები, სადაც დაფიქსირდა კოვიდ19-ის შემთხვევები, თუმცა ამ დროისთვის მიმდინარეობს გაფართოებული კვლევა და ტესტირება. „გვაქვს 4 უკვე ცნობილ კლასტერებთან დაკავშირებული შემთხვევები, ეს გახლავთ 4 ხოფის სავაჭრო ცენტრთან, 2 ნოვასთან, 2 ელიტ ელექტრონიქსთან და ერთი გახლავთ სასაზღვრე პოლიციის თანამშრომელი. 10 შემთხვევაა დაკავშირებული უკვე აქამდე არსებულ გაჟღერებულ კლასტერებთან და ეს გახლავთ დადასტურებული შემთხვევების ოჯახური კონტაქტები. 14 ახალი არეალი გამოჩნდა, სადაც ერთეული შემტხვევებია, მაგრამ ამ 14-მა შემთხვევამ გვიჩვენა ფართო გავრცელების დიაპაზონი. 15 გახლავთ უცნობი შემთხვევა, რომელთა პირველწყაროც არ არის ცნობილი, მათ შორის იკვეთება სამედიცინო დაწესებულებებიც, მაგრამ კვლევები არ არის დასრულებული ბოლომდე. გაომიკვეთა ახალი ლოკაციები, არის სადისტრიბუციო კომპანია, „თეგეტა მოტორსი“, კლინიკა და ა.შ“, - განაცხადა რუსუდან შავიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)