|
2020-09-10 16:21:33, 2109 ნახვა
ომი უკრაინაში
„ენგურჰესის“ 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
„ენგურჰესის“ 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ჰესის პრესსამსახურში აცხადებენ, თანამშრომლების უმრავლესობა დისტაცნიურად მუშაობს და ობიექტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. „გალის რაიონის დასახლება საბერიოში კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის არის შპს „ენგურჰესის“ 4 თანამშრომელი. ინფიცირებულები და მათთან კონტაქტში მყოფი პირები გადმოყვანილი არიან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ 10 ადამიანის ტესტის პასუხი უარყოფითია. უნდა აღინიშნოს, რომ ინფიცირებული თანამშრომლები ონლაინ რეჟიმში მუშაობდნენ და მათ „ენგურჰესის“ სხვა თანამშრომლებთან განსაკუთრებული შეხება არ ჰქონიათ. ამ ფაქტის მიუხედავად, „ენგურჰესის,“ როგორც სტრატეგიული ობიექტის ფუნქციონირებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება - ტექნიკური პერსონალი ცვლების მიხედვით არის განაწილებული და ობიექტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს“, - აცხადებენ „ენგურჰესში“.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)