|
2020-09-10 15:23:30, 1975 ნახვა
ომი უკრაინაში
ბათუმში „ელიტ ელექტრონიქსის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბათუმში „ელიტ ელექტრონიქსის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადებას კომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ინფიცირებული პირი ბოლო პერიოდში მაღაზიაში არ იმყოფებოდა. „9 სექტემბერს, ელიტ ელექტრონიქსის ბათუმის ჭავჭავაძის 78/88-ში მდებარე ფილიალის თანამშრომელს დაუდგინდა Covid 19. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი არ იმყოფებოდა მაღაზიაში, ჩვენი მხრიდან მომენტალურად მოხდა უსაფრთხოების ზომების მიღება და ფილიალის დახურვა. ყველა თანამშრომელს უკვე ჩაუტარდა ტესტირება, ისინი იმყოფებიან თვითიზოლაციაში და ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მაღაზიის სრული დეზინფექცია. შესაბამისად ბათუმელ მომხმარებლებს ამ პერიოდის განმავლობაში სასურველი ტექნიკის შესაძენად შეუძლიათ მიმართონ ჩვენ მეორე ფილიალს გორგილაძის 94-ში. ამასთან, უახლოეს დღეებში ჭავჭავაძის ფილიალის გახსნა მოხდება სარეზერვო კადრებით“, - განაცხადეს კომპანიაშ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)