|
2020-09-10 11:07:05, 1199 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 5 „დონას“ კლასტერია, 5 მედპერსონალია, 8-ის ინფიცირების წყარო კი, უცნობია
კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 5 „დონას“ კლასტერია, 5 მედპერსონალია, 8-ის ინფიცირების წყარო კი, უცნობია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, 14 პაციენტის წყარო ბათუმს უკავშირდება, 18 პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 4-ს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, 3 კი შემოტანილი შემთხვევაა. „57 ახალი დადასტურებული შემთხვევა გახლავთ. ახალი დადასტურებული შემთხვევების განაწილება შემდეგნაირია: 5-ის წყარო არის „დონა“, 14 პაციენტის წყარო გახლავთ ბათუმი, 18 პაციენტის წყარო გახლავთ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 4-ს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, 3 არის შემოტანილი შემთხვევა და აქედან ორი სატვირთოს მძღოლია, 5 სამედიცინო პერსონალია და 8 პაციენტზე გრძელდება ეპიდკვლევა წყაროს მოძიების მიზნით. კოვიდცენტრებში ამ ეტაპზე 469 პაციენტი მკურნალობს“, - განაცხადა ეზუგბაიამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას ის 8-ით გაიზარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)