|
2020-09-07 15:46:48, 18755 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის ზრდის ტენდენცია შეინიშნება, მაგრამ ე.წ. სამფეროვანი შუქნიშნის მიხედვით მწვანე ზონაში ვართ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ზრდის ტენდენცია შეინიშნება, მაგრამ ე.წ. სამფეროვანი შუქნიშნის მიხედვით, ჯერჯერობით ქვეყანა მწვანე ზონაშია. მისი თქმით, საქართველოში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადი და სრულად მართვადია, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. „მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში, ქვეყანაში გვაქვს ვირუსის შემთხვევების ზრდის ტენდენცია. დღეს 34 შემთხვევა გვქონდა. ჩვენ გავაანალიზეთ ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის პირველი კვირის ე.წ. ინციდენტობის მაჩვენებლები. ინციდენტობა ნიშნავს 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობას. თუ ივლისის პირველ კვირაში გვქონდა 0.7 ასი ათას მოსახლეზე, აგვისტოში გვაქვს 1.2 და სექტემბრის პირველ კვირაში გვაქვს 5.3, რაც იმას ნიშნავს, რომ ტენდენცია ზრდისა არის, მაგრამ ჩვენი ე.წ. სამფეროვანი შუქნიშნის მიხედვით, ჯერჯერობით ჩვენ ვართ მწვანე ზონაში. ყვითელი ანუ გამაფრთხილებელი ზონა იწყება როდესაც 100 ათას მოსახლეზე 10-დან 30-მდე არის და შემდეგ წითელ ზონაში გადადიხარ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ გვაქვს კონტროლირებადი და სრულად მართვადი ეპიდსიტუაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ თვითდამშვიდებული უნდა ვიყოთ, რადგანაც ზრდის ტენდენცია არის. რომელიც პროგნოზირებადი იყო. ჩვენ გამოვიარეთ ძალიან აქტიური სეზონი შიდატურიზმის მხრივ, განსაკუთრებით აჭარაში და იმიტომაც გვაქვს იქ ახალი შემთხვევების მომატებული რაოდენობა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)